9 თვეში მთავრობამ დაახლოებით, 900 მლნ დოლარის  საგარეო ვალი უნდა დაფაროს

საქართველოს მთავრობას მიმდინარე წლის ბოლომდე დაახლოებით 900 მლნ დოლარის ვალის დაფარვა მოუწევს. უფრო კონკრეტულად, დაუყონებლივ დასაფარი ვალის მოცულობა 34,094 მლნ დოლარს შეადგენს. ამასთან, მთავრობამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უკვე გაისტუმრა 609, 871 მლნ დოლარის ვალი, თუმცა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაფარი 255,408 მლნ დოლარია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მაისის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,038 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 7,551 მლრდ დოლარი უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალია, ეროვნული ბანკის კი - 486,8 მლნ დოლარის. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მაისში აპრილთან შედარებით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 33,957 მლნ დოლარით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი საგარეო ვალდებულებები 2,059 მლრდ დოლარით არის გაზრდილი. 2020 წლის მაისში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,979 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ნოდარ სირბილაძე