Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1173 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 16 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1221 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6850 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.