ქალები ბრიტანული კომპანიების დირექტორთა საბჭოებში გენდერულ პარიტეტს 2029 წელს მიაღწევენ

დიდი ბრიტანეთის 200 წამყვანი ფინანსური კომპანიის დირექტორთა საბჭოებში ქალების წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში, თითქმის, მესამედით გაიზარდა.

სააგენტო Reuters ანალიტიკურ ცენტრ New Financial-ის ანგარიში მოყავს, რომელიც „ქალები ფინანსურ მმართველობაში“ ქარტიის გავლენის შედეგებს ეხება.

ქარტია ბრიტანეთის მთავრობამ, ფინანსურ სექტორში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად, 2016 წლის მარტში გამოაცხადა. მისი მიღებიდან დღემდე დირექტორთა საბჭოებში ქლების რაოდენობა 23%-დან 32%-მდე გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა ქალთა წარმომადგენლობა აღმასრულებელ კომიტეტებშიც 14%-დან 22%-მდე. არსებული ტემპის შემთხვევაში, ქალები დირექტორთა საბჭოებში პარიტეტს 2029 წლისთვის, აღმასრულებელ კომიტეტებში კი 2033 წლისთვის მიაღწევენ.

„მართალია, ქალთა წარმომადგენლობა სწორი მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა. თუ დარგი აპირებს, ნახევარ ათწლეულში ამ ტემპის შენარჩუნებას, მას კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევების გადალახვა მოუწევს. მათ შორის აუცილებელია, ქალებიდან ნიჭის დინების გაზრდა, გენდერული ბალანსით დარგის სრული უზრუნველყოფა და შემოსავლების მომტან ადგილებზე მეტი ქალის მიზიდვა,“ - აცხადებს New Financial-ის პარტნიორი და ანგარიშის თანაავტორი იასმინ ჩინვალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ