ობიექტები თბილისში, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.

ინსპექტირების ანგარიშში მოცემულია, მათ შორის, კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების შემოწმების შედეგები რეგიონების მიხედვით.

სეს-ის ანგარიშის თანახმად, მათ შორის დედაქალაქში ჯამში, 400-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 41 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინსპექტირების შედეგებიდან, გთავაზობთ, დედაქალაქში მდებარე იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოიკვეთა:

  • შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენ (ნაყინი) - დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • შპს ელლუნი (ხორცპროდუქტებით ვაჭრობა) - არ ტარდება სათანადო დეზინფექცია, დერატიზაცია;
  • თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღი (საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი) - არ ტარდება სათანადო დეზინფექცია, დერატიზაცია;
  • თბილისის 170-ე საბავშვო ბაგა-ბაღი (საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი) - არ ტარდება სათანადო დეზინსექცია;
  • შპს ანტრე ბატონო-3 (სახაჭაპურე) - არ ტარდება სათანადო დეზინფექცია, დერატიზაცია და დეზინსექცია;
  • სს თბილლითონნაწარმი (აგრარული ბაზარი) - არ ტარდება სათანადო დეზინფექცია, დეზინსექცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • კონდიტერი (საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება ) - არ ტარდება სათანადო დასუფთავება და დეზინფექცია;
  • შპს იმერული სახლი (კაფე-ბარი, რესტორანი) - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, შენახვის ეტაპებზე დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი;
  • შპს კევრი-2017 (პურის საცხობი, თონე) - დარღვეულია სურსათის წარმოება/გადამუშავება/შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დერატიზაცია-დეზინსექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს ანგონი (პურის საცხობი, თონე) - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია;
  • შპს „არური“ (საცხობი) - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება დერატიზაცია, დეზინსექცია;
  • შპს ბახტრიონი (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია) - დარღვეულია სურსათის წარმოება-შენახვის ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა; არ ტარდება დეზინფექცია, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები; სურსათთან შეხებაში მყოფი აღჭურვილობა კოროზირებულია;
  • შპს აისბერგი (სასაწყობო მეურნეობა) - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს ინ-აკო 2008 (საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება ) - არ ტარდება დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია;
  • შპს ვარძია (დახლზე ვაჭრობა) - სურსათის წარმოება /გადამუშავებისთვის გასაზღვრულ სათავსში სადრენაჟე სისტემა არასწორადაა დაპროექტებული და მოწყობილი; დარღვეულია ჰიგიენური ნორმები;
  • შპს მაფინი (ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება) - საცხობში დაზიანებულია ჭერი და ცვივა ნაწილაკები, რაც ქმნის სურსათის დაბინძურების რისკს; დარღვეულია სურსათის შესაფუთი მასალის შენახვის ჰიგიენური ნორმები;
  • შპს ტაიფუდი (კაფე-ბარი, რესტორანი) - სურსათის წარმოება /გადამუშავებისთვის განსაზღვრულ სათავსში კედლები დაზიანებულია და ცვივა ნაწილაკები, რაც ქმნის სურსათის დაბინძურების რისკს;
  • შპს ფიფქი (საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება ) - არ ტარდება სათანადო დასუფთავება და დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს ედელვაისი (აგრარული ბაზარი) - წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს "სამგორი" (აგრარული ბაზარი) - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები; კამერა მაცივრის კედლებზე აღინიშნება კონდენსატი;
  • შპს "ჯეოსვითი" (საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება ) - დარღვეულია სურსათის წარმოება/გადამუშავება/შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს "ანდრია" (საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება ) - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია;
  • შპს ,,ნარცისი+" (საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება ) - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია;
  • შპს გოლდენ (კაფე-ბარი, რესტორანი) - არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს იემენ ჯენერალ თრეიდინგ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სურსათის წარმოება/გადამუშავება/შენახვისთვის განსაზღვრული კედლიდან ხდება ნაწილაკების ცვენა; წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შ.პ.ს "კრეატივ-გრუპი" (სამედიცინო დაწესებულების კვების ბლოკი) - დარღვეულია სურსათს წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; სამზარეულოში გამწოვი სავენტილაციო სისტემა დაბინძურებულია, წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სურსათის დეფროსტაციის პირობები.

გარდა ამისა, სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, ინდმეწარმეების შემოწმების შედეგადაც. ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების სრული მონაცემები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სახელმწიფო კონტროლის შედეგები

თაია არდოტელი