Coca-Cola-მ გაუმჯობესებული წლიური პროგნოზი გამოაქვეყნა

დღეს კომპანია Coca-Cola-მ წლიური შემოსავლებისა და გაყიდვების გაუმჯობესებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელსაც Reuters ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, თეატრების, რესტორნებისა და სტადიონების ხელახლა გახსნის შემდეგ, გამაგრილებელ სასმელზე მოთხოვნამ იმატა.

მსოფლიოში გაზიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლის აქციები ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყისში 2%-ით გაიზარდა. ჩრდილოამერიკაში მეორე კვარტლის შემოსავალი 28%-ით გაიზარდა, რაც განაპირობა შეერთებულ შტატებში ვაქცინირებულებისთვის საზოგადებრივი დაწესებულებების გახსნამ და ქვეყნის მასშტაბით სასაზღვრო გამტარიანობაზე შეზღუდვების შემცირებამ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წლიური ორგანული შემოსავლის 12-დან 14%-მდე ზრდას მოელიან მაშინ, როცა მანამდე ერთნიშნა ზრდას ვარაუდობდნენ. ასევე, მოელიან, რომ წლიური კორექტირებული მოგება აქციაზე 13%-დან 15%-მდე გაიზრდება. ამაზე წინა პროგნოზი ერთნიშნა მაჩვენებლიდან ორნიშნა მაჩვენებლამდე ზრდას გულისხმობდა.

მეორე კვარტალში, რომელიც 2 ივლისს დასრულდა, Coca-Cola-ს სუფთა შემოსავალი 42%-ით, 10,1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ