გიორგი კაკაურიძე - ვაქცინაციისთვის ბიუჯეტში 150 000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული, რითაც 3.800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა შესაძლებელი

ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით 3 მილიონ 800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა აქვს დღეში 20 000-მდე აცრა გააკეთოს.

„ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით 3.800 000 დოზის შეძენაა მოსალოდნელი, რაც სრულად ყოფნის ჩვენი მოქალაქეების 60%-ის აცრას. დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა აქვს დღეში 20 000-მდე აცრა გააკეთოს. არის და დამატებით შემოდის ვაქცინები და მთავარი რაც რჩება, ჩვენი მოქალაქეების სურვილი და მათი ჩართულობაა ამ პროცესში. უნდა მივაღწიოთ იმ ნიშნულს, რაც 60%-მდე მოცვაა ვაქცინაციის. დამატებითი რისკები პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკაზე ძალიან მცირე იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.