აშშ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთმა გაუმართლებელი შეზღუდვები დააწესა აშშ-ის, ევროკავშირისა და რიგი ქვეყნების სანქციების საპასუხოდ. "რუსეთმა ამით დაარღვია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ღია ვაჭრობის ძირითადი პრინციპი", - ნათქვამია აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშში.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის მიერ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის შეზღუდვისა, რაც რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მოჰყვა, სავაჭრო წარმომადგენლობა გააგრძელებს რუსეთისთვის იმ ვალდებულებების შესრულების შეხსენებას, რომელიც რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით აიღო.