ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

უკრაინა საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 83,420 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წლის 6 თვეში - 137,863 მლნ შშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ უკრაინისგან 166,916 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, ხოლო მიმდინარე წელს 191,406 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც საქართველო ყიდის და ყიდულობს უკრაინაში.

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - 44, 977 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 19, 430 მლნ აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15, 278 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 13, 009 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 10, 233 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 9, 796 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 9, 609 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2, 909 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - 1, 999 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1, 956 მლნ აშშ დოლარი

2021 წლის 6 თვეში საქართველოს მიერ უკრაინაში შეძენილი ტოპ-10 პროდუქტი:

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 27,491 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 8, 660 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 7,871 მლნ აშშ დოლარი
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 5,576 მლნ აშშ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 4,558 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 4,408
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 4,218 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 4,270 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით 3,707 მლნ აშშ დოლარი
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 3, 076 მლნ აშშ დოლარი
  • ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა- 3047 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის ბიზნეს ნდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მისი თქმით, არსებობს სექტორები, სადაც შესაძლებელია მეტი კოორდინაცია და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ორმხრივი ვაჭრობა 32%-ით, ხოლო ექსპორტი - 72%-ით გაიზარდა. ამასთან, სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოთი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. გადა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და იქ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე თანამშრომლობის გაღრმავებაზე სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ცენტრებთან.

ნინი ქეთელაური