შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის -მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, თბილისში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 20მ3 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.