რომელი გიგანტები აკონტროლებენ მსოფლიო კაპიტალს?

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კორპორაციები

საერთაშორისო კორპორაციებზეა დამოკიდებული მსოფლიოს ეკონომიკური პარამეტრები. მათი მოგება კორპორაციების ხელმძღვანელებთან მიდის, თუმცა, რეგიონები, სადაც ეს კორპორაციებია განთავსებული, საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაშია: იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, იზრდება მოსახლეობის ცხოვრების დონე. ასე რომ, სარგებელი, შეიძლება ითქვას, რომ საერთოა.

მოდით ვნახოთ, რომელი გიგანტები აკონტროლებენ მსოფლიო კაპიტალს:

1. ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციული ბანკი - კომპანიის აქტივები: : $3 124,9 მილიარდი

ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციული ბანკი 1984 წლის 1 იანვარს დაფუძნდა. იგი ჩინეთის და მსოფლიოს საბაზრო კაპიტალიზაციისა და დეპოზიტების ყველაზე დიდი ბანკია. ICBC ჩინეთის საბანკო სექტორის თითქმის, მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს. გარდა ამისა, იგი CSR-ს ბანკების ”დიდი ოთხეულის” წევრია, ჩინეთის სამშენებლო ბანკთან, ჩინეთის ბანკთან და ჩინეთის აგრარულ ბანკთან ერთად.

2. ჩინეთის სამშენებლო ბანკი - კომპანიის აქტივები: $2 449,5 მილიარდი

ბანკი 1954 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა და თავდაპირველად ჩინეთის სახალხო სამშენებლო ბანკი ეწოდებოდა. ბანკმა სახელი 1996 წლის 26 მარტს შეიცვალა. დაფუძნების შემდეგ, კომპანია სწრაფად გაიზარდა და ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ საფინანსო ინსტიტუტად იქცა. კომპანიის აქტივების ღირებულება თითქმის 2,5$ ტრილიონია.

3. JP Morgan Chase - კომპანიის აქტივები: $2 435,3 მილიარდი

იგი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 1799 წლიდან არსებობს. დღესდღეობით კომპანია JP Morgan and Company Inc-ისა და Chase Manhattan Corporation-ის შერწყმის შედეგს წარმოადგენს. 2014 წლის მონაცემებით, მისი აქტივების ღირებულება 2,5 ტრილიონი დოლარია.

4. ჩინეთის აგრარული ბანკი - კომპანიის აქტივები: $2 405,4 მილიარდი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი, რომელიც 1912 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყანაში ყველაზე ძველ ბანკად მიიჩნევა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ბანკი საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე გახდა. ამ დროისთვის, ბანკის საკონტროლო აქციების პაკეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის.

5. ჩინეთის ბანკი - კომპანიის აქტივები $2 291,8 მილიარდი

იგი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკია. ამ მომენტისთვის ბანკს ჩინეთში მეხუთე ადგილი უკავია, მისი აქტივების ღირებულება 2,3 ტრილიონ დოლარს აღწევს.

6. Wells Fargo - კომპანიის აქტივები: $1 543 მილიარდი

საბანკო კომპანია, რომელიც აშშ-ს, კანადასა და პუერტ-რიკოს დივერსიფიცირებულ, საფინანსო და სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. საბაზრო კაპიტალიზაციით უდიდესი და აშშ-ში სიდიდით მეოთხე ბანკი, ე.წ. ”დიდი ოთხეულის” მონაწილეა. 2008 წლის მიწურულს ბანკის მიერ, 12,7 მილიარდ დოლარად ღირებული Wachovia-ს შეძენამ ბანკს საშუალება მისცა, 2009 წელს აშშ-ს ყველაზე დიდ იპოთეკურ კრედიტორად ქცეულიყო. Wells Fargo-ს 6062 განყოფილება აქვს, რომლებიც 23 მილიონ კლიენტს ემსახურება.