კოლუმბიამ კანაფის ექსპორტი დაიწყო

კოლუმბიის ხელისუფლებამ სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი კანაფის გამხმარი ყვავილების ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ივნ დუკემ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, რომ სამედიცინო დანიშნულების კანაფის მრეწველობა გახდეს ჩვენი საექპორტო ლოკომოტივი,“ - დაწერა მან ტვიტერზე.

ქვეყნის ხელისუფლის აზრით, კოლუმბია მიიღებს უახლეს მექანიზმებს ამ დარგის სამართლებრივი რეგულირებისთვის, რომლის საექსპორტო პოტენციალი ლათინურ ამერიკაში 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას წარმოება კოლუმბიაში 2016 წლიდან არის ნებადართული, თუმცა, ამ დრომდე ადგილობრივი მწარმოებლები მცენარის მხოლოდ ექსტრაქტის ექსპორტს ახერხებდნენ. ახალი ნორმა კი მას საშუალებას მისცემს ნედლის ექსპორტირებისთვის, რომელიც გამოიყენება კოსმეტიკაში, საკვებ პროდუქციასა და ტექსტილში.

კოკა კვირკველია