საგადასახდელო სისტემა Payoneer-ი, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, აშშ-ის ხელისუფლებას, ამერიკული სანქციების დარღვევისთვის, 1,4 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაუხდის.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა გაავრცელა.
უწყებაში განმარტავენ, რომ Payoneer-მა მიაღწია შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროსთან უცხოური ფინანსური აქტივების კონტროლზე - OFAC, რომლის ფარგლებშიც გადაიხდის 1 400 301 დოლარს 2 260 სანქცირებული რეჟიმის კანონდარღვევისთვის. მასში დაზუსტებულია, რომ კომპანიამ განახორციელა ფულადი გადარიცხვები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მოქმედებენ ყირიმის, სუდანის, ირანისა და სირიის ტერიტორიაზე, ასევე ცალკეული პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ამერიკული სანქციების პერსონალურ სიაში.