დიმიტრი მედვედევი: არსებობს რისკი, რომ რუსეთის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში აღმოჩნდეს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს რუსეთის ეკონომიკის ღრმა რეცესიას.

"არსებობს რისკი, რომ რუსეთის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში აღმოჩნდეს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს ამოცანების დასახვისას", - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა "ერთიანი რუსეთის" უმაღლესი და გენერალური საბჭოების სხდომაზე. რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2009 წელს რუსეთი საკმაოდ კარგად გამოვიდა რეცესიიდან, თუმცა ახლა უფრო რთული ვითარებაა.

"რადგან მაშინ კრიზისიდან მთელ მსოფლიოსთან ერთად გამოვდიოდით, ახლა კი მთელი რიგი ქვეყნები ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის წინააღმდეგობის გაწევით არიან დაკავებული", - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა. "რია ნოვოსტის" განცხადებით, რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო 2015 წელს რუსეთის მშპ-ის 0,8%-მდე ვარდნას წინასწარმეტყველებს.