McDonald’s-ი თანამშრომლებს ოფისებში აბრუნებს

ფასტ-ფუდების უმსხვილესი ქსელის მფლობელი კომპანია McDonald’s-ი თანამშრომლებს ოფისებში აბრუნებს.

Bloomberg-ის ცნობით, ისინი ვალდებულნი იქნებიან კვირაში მინიმუმ 3 დღე ოფისში გამოცხადდნენ. კომპანია თანამშრომლებს დისტანციურიდან უფრო მოქნილ პირობებში დააბრუნებს, ვიდრე პანდემიამდე. მანამდე თანამშრომლებს შეეძლოთ სახლიდან ემუშავათ მხოლოდ 1 დღე კვირაში, ახლა კი 2 დღე შეეძლებათ.

„ეს კარგად მუშაობდა მანამდე, თუმცა, ჩვენ ვაპირებთ დავუბრუნდეთ ოფისებს, დავბრუნდეთ რესტორნებში,“ - განაცხადა ქსელის გენერალურმა დირექტორმა ქრის კემჩინსკიმ.

„საბოლოო ჩვენ ვაწარმოებთ პერსონიფიცირებულ ბიზნესს. ჩვენ ვიქნებით რესტორნებში, ჩვენ ვიქნებით ოფისებშიც. ტელე და ვიდეო-კონფერენციები იყო ეფექტიანი, თუმცა, რაღაც პერიოდში. როცა ოფისში არ ხარ, რაღაცას კარგავ,“ - აცხადებს ის.

დისტანციურზე უარის თქმას ამ ზაფხულს შეეცადა Apple-ც, თუმცა წააწყდა წინააღდმეგობას - თანამშრომლები ამასთან დაკავშირებით ღიად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას კორპორატიულ ჩატებში, ზოგიერთებმა კი დათხოვის შესახებაც გამოაცხადა მუშაობის რეჟიმის ცვლილების გამო. კომპანიას მოუწია ოფისში დაბრუნება შემოდგომამდე გადაედო.

კოკა კვირკველია