2021 წელს Coca-Cola მარკეტინგულ ხარჯებს აორმაგებს

2020 წელს მარკეტინგული ხარჯების შემცირების შემდეგ 2021 წელს კომპანია Coca-Cola ამ მიმართულებით ხარჯების გაორმაგებას აპირებს.

გასულ წელს ამერიკულმა კომპანიამ ხარჯები 35%-ით 2,77 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, ახლა კი „ბევრად ძლიერი მარკეტინგული კამპანიის“ წამოწყებას აპირებს, ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ჯონ მერფიმ Campaign-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მიმდინარე წლის დაკვირვებით ვხედავთ შემოსავლების ზრდას მეორე კვარტალში. ჩვენ ვზრდით მომხმარებელზე ორიენტირებულ ხარჯებს იმისთვის, რომ ეს წელი კარგი მაჩვენებლებით დავასრულოთ და ვემზადებით 2022-თვის. გვაქვს სანდო საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2019 წლის მაჩვენებელს დავუბრუნდეთ,“ - განაცხადა მერფიმ.

მისივე თქმით, Coca-Cola-ს მარკეტინგული ინვესტიციებისთვის სამი პრიორიტეტული მიმართულება აქვს: 2019 წლის დონემდე გაზარდოს ხარჯები, რომლებიც ორიენტირებულია მომხმარებლებზე, გაზარდოს ამ ხარჯების ხარისხი და გაანაწილოს ხარჯები მეტად მიზნობრივად.

ცნობისთვის, Coca-Cola-ს შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 42%-ით 10,1 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია