Apple აპირებს ყველა მოწყობილობაში Face ID ფუნქცია დაამატოს

ამერიკული კორპორაცია Apple აპირებს მომდევნო წლების განმავლობაში დაამატოს სახის ამომცნობი ფუნქცია (Face ID) მის მიერ წარმოებულ ყველა მნიშვნელოვან პროდუქციაში, მათ შორის Mac-ის კომპიუტერებშიც კი. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Bloomberg-ს ჟურნალისტმა მარკ გურმანმა განუცხადა.

„ვფიქრობ Face ID ფუნქციის დანერგვა ყველა მოწყობილობაში, ეს კომპანიის საბოლოო მიზანია. შესაძლებელი რომ იყოს, ისინი უარს იტყოდნენ Touch ID-ზე (თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია). ეს არ მოხდა მხოლოდ რამდენიმე მიზეზით. Touch ID - უფრო იაფი ალტერნატივაა, რომელიც იძლევა უსაფრთხოების გარკვეულ დონეს და Mac-ის ნოუთბუქების ეკრანები კი ზედმეტად თხელია Face ID სენსორებისთვის,“ - თვლის მარკ გურმანი.

გურმანის აზრით, სახის ამომცნობი სისტემა სარგებლითაც განსხვავდება Touch ID-სგან, ის საშუალებას იძლევა დამატებითი რეალობის ფუნქციის გამოყენების. ჟურნალისტის აზრით, Face ID ფუნქცია ბრენდის ყველა მოწყობილობაში ეტაპობრივად დაინერგება.

კოკა კვირკველია