Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 3.89 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 25.4%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 34 მილიონი ადამიანი იცრება, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.89 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 25.4%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.55 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 453 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 441 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 342 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 25 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 47.3%, აშშ-ში 49%, დიდ ბრიტანეთში კი 55%.