თბილისში მსოფლიოში ცნობილი ორგანული ყავის მწარმოებელი ბრენდის 1-ლი მაღაზია გაიხსნა

თბილისში მსოფლიოში ცნობილი ორგანული ყავის მწარმოებელი ბრენდის „მალონგოს“ 1-ლი მაღაზია გაიხსნა.

ცნობისთვის, Malongo (მალონგო) 1934 წელს საფრანგეთში, ნიცაში დაარსდა. საქართველოში ყველაზე დიდი და განსხვავებული კონცეფციის „მალონგო“, ტრადიციული 20 წუთიანი მოხალვის მეთოდით დამზადებულ უგემრიელეს ყავას, ფრანგულ სამზარეულოს, გასტრონომიას, საკონდიტროს და უნიკალურ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს აერთიანებს.

თბილისში Malongo-ს 1-ლი მაღაზია „ვითიბი ბანკის“ მხრიდან 1.3 მლნ ლარის დაფინანსებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „ვითიბისთან“ პარტნიორობით, ქვეყნის მასშტაბით, „მალონგოს“ 10-ზე მეტი ობიექტის გახსნა იგეგმება.

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის სამმართველოს უფროსმა არჩილ ჩაჩხიანმა.

თაია არდოტელი