Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1225 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1225 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1236 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 29 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1197 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7043 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.