Amazon-ის მეორე კვარტლის  მოგება 48%-ით, შემოსავლები კი 27%-ით არის გაზრდილი

კომპანიამ Amazon მეორე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-ით არის გაზრდილი, 113,08 მილიარდ დოლარამდე. აღნიშნულს, კომპანიაში ღრუბლოვანი სერვისებიდან შემოსავლების ზრდის მაჩვენებლით, ასევე, რეკლამისა და ხელმომწერების ზრდით ხსნიან. განყოფილება „სხვა შემოსავლები“ წელს 87%-ით არის გაზრდილი, რომელზეც 8 მილიარდი დოლარი მოდის, წერს CNBC.

ამასთან, შემოსავლების ზრდა შედარებით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით, როცა ზრდამ 41% შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს, მეორე კვარტალში კომპანიას 115,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი უნდა მიეღო.

კომპანიის ღრუბლოვანი სერვისის Amazon Web Services (AWS) შემოსავალი გაზრდილია 37%-ით, 14,81 მილიარდ დოლარამდე. სუფთა მოგებამ კი, 7,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 48,4%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.

კომპანიაში მესამე კვარტალში 2,5-დან 6 მილიარდ დოლარამდე სუფთა მოგებას ელოდებიან, ეს კი გასული წლის ხარჯებზე ნაკლებია, როცა კომპანიამ 6,2 მილიარდი დოლარი დახარჯა.

კოკა კვირკველია