1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1042 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1042 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1244 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0202 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6906 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7174 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0268 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.