”ერგნეთის ბაზრობის გახსნით საქართველოს ხელისუფლებას ვითარების დაძაბვა სურს”

საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომელიც აპირებს 28 დეკემბერს ერგნეთის ბაზრობის მუშაობა განაახლოს, საზღვრისპირა ზონაში ვითარების დაძაბვისკენ არის მიმართული.

"რესის" ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურად ჯიოევმა განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით სამხრეთოსურმა მხარემ საკუთარი აზრი წერილობით უკვე მიაწოდა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს. ამასთან, ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში სააგენტოს განუცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეეძლებათ ერგნეთის ბაზრობაზე მისვლა, რადგან ის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ამ ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე გამარტივებული მიმოსვლა არ არის დაშვებული.