ოსამა ბინ ლადენის ძმა ლოს-ანჯელესთან მდებარე ვილას, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მიტოვებული იყო, 28 მილიონ დოლარად ყიდის (+ფოტო)

ოსამა ბინ ლადენის ძმა, იბრაჰიმი 1931 წელს აშენებულ, შვიდ საძინებელიან ვილას ყიდის, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო. მან ხმელთაშუა სტილის საცხოვრებელი სახლი 1983 წელს 1,65 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლი 28 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

რეზიდენციის გარე ნაწილს რამდენიმე პალმის ხე ამშვენებს, ეზოში არის კარგად მოვლილი აუზი და სპა. ოდესღაც აყვავებული და გამწვანებული გარე ფასადი ახლა სარეველებით არის სავსე, ქვის შადრევნები ცარიელი და დანგრეულია.

იბრაჰიმი სექტემბრის ტერაქტის დროს აშშ-ში ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა. გამოცემის თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით, უძრავი ქონება მხოლოდ მიწის ღირებულებით იყიდება. სავარაუდოდ, იბრაჰიმი იქ ყოფილ მეუღლესთან ქრისტინე ხარტუნიან სინასთან ერთად ცხოვრობდა.

228764556-4192142957542805-8138520107872869488-n-1628088435.jpg

229820174-269535388268287-1921566643942934421-n-1628088448.jpg

230442254-959206901540052-3732964218896286802-n-1628088462.jpg

231555697-330706855421787-551964349442171747-n-1628088492.jpg

232191728-174755567941607-7100925060461687698-n-1628088521.jpg

თეონა რამაზაშვილი