„დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ეპიდემიოლოგიურ სცენარს არ შეცვლის - შეზუდვის დაწესება ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება"

დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ეპიდემიოლოგიურ სცენარს არ შეცვლის, ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ადამიანმა უკვე თავისი, საკუთარი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით პირბადე გამოიყენოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარიმებისა და შეზღუდვების დაბრუნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ შეცვლის თუ მოქალაქეები საკუთარ თავზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ და პირბადის ტარების მაჩევენებელი არ გაიზრდება.

„მთავარია აღსრულდეს წესი და ჩვენ თუ პირბადის გამოყენებას გავაუმჯობესებთ, დღეს დაახლოებით 50%-იან ნიშნულზე ვართ და თუ გავაუმჯობესებთ, თუნდაც 30%- ით, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, როგორც ინფიცირების შემთხვევის გავრცელებაში, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით. ერთი კვირის განამავლობაში, რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეულწილად უნდა მოხდეს ვითარების გამოსწორება და არ უნდა გაიმართოს დიდი თავყრილობები, თუნდაც ოჯახურ გარემოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, როდესაც კორონავირუსის მაჩვენებლი იზრდება, იგეგმება თუ არა შეზღუდვების კვლავ დაწესება, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ამ რისკებს აცნობიერებენ, მაგრამ შეზუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება.

„კლინიკაში რამდენი ადგილია ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში კარგად არის ცნობილი. რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია. ჩვენ ამ რისკებს, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც შეზღუდვები არის დაწესებული, ყველა ეს შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90 %- იანი ან 80%- იანი სიზუსტით ამ შემთვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავალი. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზრუდვების ქაღალდზე დატანა ეპიდემიოლოგიურ სცენარს არ შეცვლის. ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ადმიანმა უკვე თავისი, საკუთარი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით პირბადე გამოიყენოს. პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს და ინდივიდუალური ქცევის კონტროლი, ვერცერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობით ვერ მოხერხდება თუ არ იქნება გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე თითოეულ მოქალაქესთან. ამდენად, კი ბატონო დავაწესოთ, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, რა თქმა უნდა, არანაირ შედეგს არ მივიღებთ. კონტროლის მექანიზმი არ შეჩერებულა, მოქმედებს, მაგრამ კონტროლი ვერ მიწვდება ყველა ადამიანს ინდივიდუალურად, იმისთვის,რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი 95% უნდა გვქონდეს “,- განაცხადა გაბუნიამ.