რუსეთში ოქროს წარმოება 2,7%-ით შემცირდა

რუსეთში 2021 წლის იანვარ-აპრილში ოქროს წარმოება 2,73%-ით შემცირდა და 79,05 ტონა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 2020 წლის 4 თვეში ქვეყანაში ოქროს მოპოვებამ 81,27 ტონა შეადგინა.

ამასთან, იანვარ-აპრილში მოსაპოვებელი ოქროს წარმოება შემცირდა 3,1%-ით 63,83 ტონამდე, ხოლო მომყოლი ოქროს წარმოება 10,36%-ით 5,02 ტონამდე. მეორადი ოქროს მოპოვება კი გაიზარდა 4,08%-ით 10,2 ტონამდე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ამავე საანგარიშო პერიოდში ვერცხლის მოპოვება გაზრდილია 8,8%-ით 311,91 ტონამდე.

კოკა კვირკველია