კია საქართველომ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ავტომობილი აჩუქა

ტოკიო 2020-ის ოქროს მედალოსანმა ლაშა ბექაურმა „კია საქართველოსგან“ საჩუქრად მანქანა მიიღო.

ქართველი ძიუდოისტი Kia Proceed GT-ის 2021 წლის მოდელის მფლობელი გახდა.

„კიას გუნდს გვჯერა, რომ მოძრაობას მოაქვს მუდმივი პროგრესი და შთაგონება, ამიტომ, ჩვენ მუდამ მათ გვერდით ვიქნებით, ვინც არ უშინდება სიახლეებს და აგრძელებს მოძრაობას. ლაშა ბექაურს და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და დარწმუნებულები ვართ, ერთად კიდევ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - აცხადებენ „კია საქართველოში“.

beaurrr-2-1628515433.JPG

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საჩუქრებისთვის კომპანას მადლობა გადაუხადა და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მათ კიდევ მრავალჯერ გაახარებს.

„ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან ბედნიერი, „კიას“ დიდი მადლობა ამ დიდი საჩუქრისთვის. ძალიან ბევრი ბედნიერი სახე ვნახე და ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. მინდა, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ მრავალჯერ გავახარო. პატარა ძიუდოისტებს ვეტყოდი, რომ თავისი მიზნებისთვის იბრძოლონ ბოლომდე“, - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

beaurrr-1-1628515451.JPG

ცნობისათვის, 28 ივლისს, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, რამაც საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური „კია საქართველოს“ ბრენდ ამბასადორის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას, ხოლო გულშემატკივრებს არაერთი სასიამოვნო სიახლე ელოდებათ.

(R)