მსოფლიოში უმსხვილეს კინოთეატრების ქსელი ბილეთების გაყიდვას კრიპტოვალუტაზე დაიწყებს

მსოფლიოში უმსხვილესი კინოთეატრების ქსელი AMC Theatres ბილეთების გაყიდვას კრიპტოვალუტა ბიტკოინზე დაიწყებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი wrap წერს. მისი ინფორმაციით, ინვესტორებისთვის გამართულ ბრიფინგზე, სადაც კომპანიამ მათ კვარტალური მონაცემები გააცნო, ბოლოს ხელმძღვანელ ადამ არონისგან ითქვა, რომ ბიტკოინით ანაზღაურების ფუნქცია მის ქსელში წლის ბოლოდან ამოქმედდება.

კომპანია, რომელიც ფლობს აშშ-სა და ევროპის მასშტაბით 1000-მდე კინოთეატრს, იმედოვნებს, რომ ეს მექანიზმი გაზრდის ბილეთების გაყიდვებს, ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც აღმოჩნდა კინოგაქირავების ინდუსტრია პანდემიის გამო.

AMC-ის მონაცემებით, მეორე კვარტალში კომპანიამ 344 მლნ დოლარით იზარალა, ვინაიდან კომპანიამ მხოლოდ ივნისის ბოლოს შეძლო აემუშავებინა ყველა მისი კინოთეატრი.

კოკა კვირკველია