Bloomberg: ახალ iPhone-ს ბევრად გაუმჯობესებული კამერა ექნება

iPhone-ის ახალ მოდელებში კამერებს სამი ახალი ფუნქცია დაემატება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

ახალ მოდელებს ექნებათ პორტრეტის რეჟიმის ფუნქცია, ვიდეოს უფრო მაღალი ProRes ხარისხით გადაღების ფუნქცია, კიდევ ერთი ფუნქცია კი მომხრებლებს საშუალებას მისცემს ფერთა უკეთესი კორექციის და ბლოკების კონტროლის საკუთარ ფოტოებზე.

მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელები გაყიდვაში რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.

1976 წელს დაარსებული კომპანია Apple აწარმოებს როგორც სმარტფონებს iPhone, ასევე პლანშეტებს iPad, კომპიუტერებს iMac, ნოუთბუქებს MacBook, მუსიკალურ პლეერებს iPod და სხვა მაღალტექნოლოგიურ ტექნიკას.

კოკა კვირკველია