Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1058 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1058 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1036 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 11 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1079 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6403 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.