14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა შეიზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.