სოცქსელების ვარსკვლავები -  6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცხოველი მსოფლიოში

სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ცხოველები, ფრინველები, გამოგონილი პერსონაჟები, რობოტები და ა.შ. საინტერესოა, რამდენს გამოიმუშავებენ ისინი? ამჯერად გთავაზობთ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად ცხოველს, რომლებიც ინტერნეტში ძალიან პოპულარულები არიან.

kata-1628848639.jpg

გმირი კატა ტარა

2014 წელს ინტერნეტში ოჯახს მიკედლებული კატის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ბატარა ბიჭი აგრესიული ძაღლისგან იხსნა. მცირეწლოვანი ბილიკზე ველოსიპედით მიდიოდა, როდესაც სახლის ტერიტორიაზე ძაღლი შემოვიდა და ბავშვისკენ გაიწია. კატა “ტარა“ არ დაიბნა, არც შეშინდა და პატარა ბიჭი გადაარჩინა. უფრო მეტიც, ძაღლთან ბრძოლის შემდეგ, ბიჭი არ მიატოვა იქამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ ძაღლი წავიდა. ეს ვიდეო იყო პირველი YouTube ვიდეო ისტორიაში, რომელმაც ერთ კვირაში 20 მილიონ ნახვას მიაღწია და ოჯახმა ამით მხოლოდ ერთ წელიწადში 100.000 დოლარი გამოიმუშავა.

boo-1628848671.jpg

ბო - “ფეისბუქის“ ვარსკვლავი

პატარა პომერანული შპიცი ეკუთვნის Facebook-ის ფინანსურ დირექტორს. 2010 წელს პირველი გამოქვეყნების შემდეგ, ირენ ანი "მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ძაღლად" დასახელდა. მისი გვერდის მოწონებამ 5 მილიონს გადააჭარბა. წყვილმა მომდევო წლებში ბოს გამოსახულების პროდუქციის დამზადება დაიწყო. მათ შორის გამოსცეს წიგნები. ბო წელიწადში დაახლოებით, 1 მილიონ დოლარს იღებს.

datvii-1628848703.jpg

დათვი “ბარტი“

ალასკის ყავისფერი ობოლი დათვი იუტას ცხოველთა მწვრთნელებმა, დუგმა და ლინ სეუსმა გადაარჩინეს. სეუსებმა ბარტი საერთაშორისო ვარსკვლავად აქციეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა The Edge, White Fang და Outdoors. მიუხედავად იმისა, რომ კოდიაკის ცხოველები საშიშია და აშინებს უბრალო ადამიანს, KMS Cub Reporter- ის თანახმად, ბარტი ითვლებოდა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ცხოველად. ბარტი ასევე მსახურობდა კოლორადოს უნივერსიტეტის ცხოველთა კიბოს ცენტრში. კარიერის განმავლობაში მან ექვს მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო.

terii-1628848728.jpg

ტერი - ტოტო ოზის ჯადოქარიდან

ალბათ, ყველაზე პოპულარული ძაღლის სახეობა ისტორიაში, ტერიერი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში 16 ფილმში გამოჩნდა. საყვარელ ძაღლს კვირაში 125 დოლარს უხდიდნენ, რაც მაშინ რამდენიმე მსახიობის ხელფასსაც კი აღემატებოდა.

maimuniii-1628848759.jpg

მაიმუნი კაპუჩინი

მიმზიდველი მაიმუნი ნანახი გექნებათ ისეთ ფილმებში, როგორიცაა “ღამე მუზეუმში“ და “Hangover 2“. მოკლევადიან სატელევიზიო სერიალში Animal Practice, მაიმუნი თითო ეპიზოდში 12,000 დოლარს იღებდა. მისი გამომუშავებული თანხა ამჟამად 16 მილიონ დოლარს შეადგენს. დღეს ის სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობას აგრძელებს.

palaaa-1628848785.jpg

პალა - The Original Lassie

საყვარელმა ძაღლმა 40 შთამბეჭდავ სატელევიზიო შოუში და ფილმში ითამაშა. ლისი კვირაში საშუალოდ, 4000 დოლარს გამოიმუშავებდა. მთლიანობაში მისი ქონება კი 13 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, თანხის დიდი ნაწილი ცხოველთა სამაშველო ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოხმარდა. პალა გაწვრთნილი იყო ცნობილი მსახიობის და ძაღლების მწვრთნელის რუდ ვეტერვაქსის მიერ. პალა 1958 წელს გარდაიცვალა.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი