თბილისში ჰიპერმარკეტი "ლიბრე" იხსნება

თბილისში, დღეს ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰიპერმარკეტი "ლიბრე" გაიხსნება.

2500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ჰიპერმარკეტი მომხმარებელს 15 000 დასახელების ქართულ და იმპორტირებულ პროდუქტს შესთავაზებს. ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი იქნება როგორც უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეული, ხილ-ბოსტნეული და ხორც-პროდუქტების ფართო არჩევანი, ასევე საკონდიტრო ნაწარმი, თევზეული და სხვა. "ლიბრეში" ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის სამრეწველო საქონელი.

სავაჭრო ცენტრში მდებარეობს თანამედროვე დიზაინის "ლიბრეს" კაფეტერია და საცხობი, სადაც დედაქალაქიდან გამსვლელ დამსვენებლებსა და ტურისტებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის მზა-კერძები, ტკბილეული, პურ-ფუნთუშული და ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.

ჰიპერმარკეტ "ლიბრეს" პარკინგი 60-ზე მეტ მანქანაზეა გათვლილი - მსგავსი ტევადობის მიწისზედა პარკინგი დამატებით კომფორტს ქმნის მომხმარებელთათვის.

ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაში, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ”ლიბრეში” 1 50-მდე ადამიანი დასაქმდება. თითოეული მათგანი ჰიპერმარკეტის კონცეფციის შესაბამისად გადამზადდა.

ჰიპერმარკეტი "ლიბრე", რომელიც აღმაშენებლის ხეივანის 1,6 კილომეტრზე მდებარეობს, მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.