დანიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. „ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ჩვეულ ყოველდღიურ რიტმს ვუბრუნდებით. შაბათიდან შეგვიძლია დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში, “- განაცხადა დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა.
ამ დროისთვის დანიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 60%.
„ჩვენ ახლა კარგად ვაკონტროლებთ ინფექციის გავრცელებას საზოგადოებაში. ასე რომ, შეგვიძლია პრევენციული რეკომენდაციების ადაპტირება ისე, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება“- აღნიშნა დანიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰელენ ბილსტედ პრობსტმა.
ამასთან, პირბადეების ტარება სავალდებულო დარჩება თვითმფრინავებსა და ქვეყნის იმ აეროპორტებში, სადაც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესები მოქმედებს.