„ტერასა ბათუმის“ პრემიუმ კლასის ბინებზე ფასდაკლება 31 აგვისტოს სრულდება

ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ საზღვაო ქალაქში ინვესტირება პანდემიის მიუხედავად პოპულარობას არ კარგავს. ქალაქი არც წელს უჩივის დამსვენებლების ნაკლებობას და აპარტამენტების დიდი ნაწილიც მთელი სეზონის განმავლობაში დაკავებულია.

არსებული ტენდენციის შესაბამისად, საინვესტიციო აპარტამენტები ბათუმში ისევ საკმაოდ შემოსავლიანია და უძრავ ქონებაში გადახდილი თანხის უკუგება სულ რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი. როგორც დეველოპერულ კომპანია „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 29-სართულიან პრემიუმ კლასის კომპლექსში „ტერასა ბათუმი“ 525-დან მხოლოდ 50 ბინაა დარჩენილი. ამჟამად, 34.1 კვ/მ აპარტამენტებზე კომპანიას 10%-იანი ფასდაკლება აქვს, რასაც თან ერთვის პროექტის ყველა ბინის 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობის შესაძლებლობა. სპეციალური შეთავაზება 31 აგვისტოს დასრულდება.

terasa3-1628924653.png

„ტერასა ბათუმი“ მასშტაბური პროექტია, რომელიც აერთიანებს აპარტამენტებს, აუზს, სპორტდარბაზს, რესტორანს, კონსიერჟის მომსახურებას, კომერციულ ფართებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომებს. აქ ყველაფერია პრემიუმ კლასის სერვისის მისაღებად და სრულყოფილი დასვენებისთვის.

აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. ამჟამად მონოლითური სამუშაოები უკვე დასრულებულია და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ბინების გარემონტებას იწყებს. ავეჯით კი „ლაბორატორია ჩემი სახლი“ მოაწყობს. ამასთან, მესაკუთრეებს აპარტამენტებში დახვდებათ იტალიური წარმოების უმაღლესი ხარისხის სამზარეულო.

terasa4-1628924693.png

„ტერასა ბათუმი“ ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში, ახალი ბულვარის დასაწყისში, ტურისტულად მომგებიან ადგილზე მდებარეობს. ამასთან, დეველოპერული კომპანია აპარტამენტების მფლობელებს გაქირავების სერვისს სთავაზობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის, რაც შემოსავლის უწყვეტად მიღების შესაძლებლობასა და დამატებით კომფორტს ქმნის. სურვილის შემთხვევაში, მესაკუთრეებს ფაქტობრივად, არ მოუწევთ ბათუმში ვიზიტი, რადგან „ტერასა ჯგუფი“ თავად უზრუნველყოფს დასუფთავების და მაღალი ხარისხის მომსახურების შესაბამის სერვისებს.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოთ და კომპანიის წარმომადგენელი ყველა დეტალს პირადად გაგაცნობთ:

ganacxadii-1624368580-1624429287.jpg