დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა მიმდინარეობს.

შესაბამისი ვიდეომასალა „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი დაწყებულია.

"ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დიღმის ოლიმპიური სოფლის დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობისთვის მზადება მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.