”ვისოლი” საწვავზე ფასებს კიდევ ამცირებს

26 დეკემბრიდან „ვისოლი“ ქსელში არსებულ პროდუქტებზე ფასს კიდევ 5-7თეთრამდე ამცირებს.

კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით, „ვისოლი“ ფასებს უკვე მერვედ ამცირებს და ქსელში კომპანიის პროდუქტების ფასმა ჯამში უკვე 34-38-თეთრამდე დაიკლო.