1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1191 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1191 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1191 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1175 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6715 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6730 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.