„პოსტე“ – ლოგისტიკური მომსახურების ლიდერი ქართულ ბაზარზე

ლოგისტიკისა და მიწოდების სერვისზე მოთხოვნის მუდმივ ზრდასთან ერთად, ვითარდება და იხვეწება ბაზარი. გაზრდილი კონკურენციის ფონზე კი ბაზრის გამორჩეული მოთამაშეა „პოსტე“, რომელიც საქართველოს ბაზარზე ინოვატორთა გუნდითაა წარმოდგენილი და 500-ზე მეტ კომპანიას წარმატებით ემსახურება. კომპანია მომხმარებლებს მუდმივად ინოვაციურ, მათ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს და სწორედ აღნიშნულის შედეგია ის ყოველთვიური სტაბილური ზრდა, რომელსაც „პოსტე“ აღწევს.

„პოსტეს“ მომხმარებლები არიან: საცალო, ელექტრონული კომერციის და სადისტრიბუციო კომპანიები. კომპანია მათ სთავაზობს ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის დამუშავებასთან, ინფორმაციასა და ლოგისტიკასთან. ეფექტური გუნდისა და დახვეწილი ტექნოლოგიების დამსახურებით კი კომპანია ლოგისტიკური სახის ნებისმიერ დავალებასა და გამოწვევას წარმატებით უმკლავდება. შედეგად, „პოსტეს“ 500–ზე მეტ მომხმარებელ კომპანიას შორის არიან ისეთი მასშტაბური ბიზნესოპერატორები, როგორიცაა: „ალტა“, „იუსკი“, “ფაბერი“, „ბიბლუსი“, ICR Trade, „დომინო“, onoff.ge, hotsale.ge, „ისი პარი“, imart.ge „პრინტარეა“ და სხვა.

ზოგადად, ლოგისტიკური მომსახურება სჭირდება ყველა B2C და B2B კომპანიას, რომელიც ახორციელებს გაყიდვებს ონლაინ ან ოფლაინ. მათთვის მიწოდების სერვისის დამოუკიდებლად და ეფექტურად უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აღნიშნულს დიდი ხარჯი, დრო და ენერგია სჭირდება. სწორედ ამიტომ ბიზნესისთვის გონივრული გადაწყვეტილებაა, იპოვონ სანდო ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც ბევრ პრობლემას აარიდებს თავიდან და მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის მათ. შედეგად კი მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტი და მომსახურება იქნება სრულყოფილი, რაც მათი ლოიალური კლიენტების რაოდენობას სტაბილურად გაზრდის.

„პოსტე“ ემსახურება როგორც B2C, ისე B2B კომპანიებს. კომპანიის მიერ შეთავაზებულ სერვისებს შორისაა: კარიდან კარამდე მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ექსპრეს მიწოდების სერვისი, პროდუქციის თანხის ქეშად გადახდის სერვისი, დოკუმენტების ხელმოწერა და უკან დაბრუნება, რეგულარული მიწოდება საცალო ქსელში, სხვადასხვა მომწოდებლებისგან შეკვეთების აღება და სხვა დამატებითი სერვისები.

კონკურენტებთან შედარებით „პოსტეს“ უპირატესობებია: 7 დღე მიწოდება კვირაში, სხვადასხვა ტიპისა და წონის საქონლის მიტანა, საქართველოს ტერიტორიის 93%-ის დაფარვა გრაფიკის მიხედვით, შეკვეთის ჩაბარება 24-36 საათში მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისში ექსპრეს მიწოდება 2 სთ–ის განმავლობაში, გამოყოფილი საფორთ მენეჯერი, გამოყოფილი დისპეჩერი, სპეციალური ტრანსპორტი შეკვეთების ასაღებად, ახალი კურიერების ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე, API ინტეგრაცია, ამანათების თრექინგ სისტემა, კლიენტების შტრიხკოდების წაკითხვა, 20 კგ-მდე გზავნილის სართულზე ატანა უფასოდ, 20 კგ-ზე მეტი ტვირთის სართულზე ატანა სპეციალურ ფასად.

აღნიშნული უპირატესობებისა და ეფექტური საქმიანობის შედეგად კი კომპანიამ მიაღწია ისეთ შედეგს, როგორიცაა: ყოველდღიურად 500-ზე მეტი კორპორატიული კლიენტის მომსახურება, 93 კურიერის საშუალებით 2670 ქალაქისა და სოფელის დაფარვა, შეკვეთების 86%-ის პირველივე მცდელობაზე ჩაბარება.

ზოგადად, დელივერი სერვისზე მოთხოვნა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა და ონლაინ გაყიდვები ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. დაგვიანებული და პრობლემური მიწოდება მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიღებული პროდუქტი მაღალი ხარისხისაა. უკმაყოფილო მომხმარებელი პირდაპირ ნეგატიურად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე. მეორე მხრივ კი, გამართული ლოგისტიკური სისტემა, რომელსაც სანდო პარტნიორის საშუალებით შექმნის სხვადასხვა მასშტაბის B2C და B2B კომპანია, მას დაეხმარება, გაზარდოს ბრენდის ლოიალურობა, აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები ახალი კლიენტების მოსაზიდად და გაყიდვების გასაზრდელად.

(R)