შვეიცარიულ კომპანიებს გარმოზე ზემოქმედების ანგარიშის წარდგენას კანონი დაავალდებულებს

შვეიცარიაში 2024 წლიდან მსხვილი კომპანიები იურიდიულად ვალდებული იქნებიან, თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული კლიმატური რისკების შესახებ მოხსენება წარმოადგინონ. ინფორმაციას Swiss Info ავრცელებს.

მოთხოვნა შეეხება სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ყველა კომპანიას, რომელსაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და რომლის წლიური ბრუნვაც 40 მლნ ფრანკს აღემატება.

კომპანიებმა, პირველ რიგში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფინანსური და საინვესტიციო რისკების, შემდეგ კი მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში უნდა წარმოადგინონ.

სავალდებულო ანგარიშგების შესახებ შვეიცარიის ფინანსთა სამინისტრო კანონპროექტს 2022 წლის ზაფხულის ბოლოსთვის მოამზადებს.

ივნისის დასაწყისში G7-ის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს კომპანიების მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც G20-ის სპეციალური სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციას წარმოადგენდა (Task Force on Climate-related Financial Disclosures). საფრანგეთი იყო მსხვილი ეკონომიკის მქონე პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს წესები სავალდებულო გახადა. საფრანგეთის მთავრობა ინვესტორებს ავალდებულებს, თავიანთი აქტივების კლიმატური შეფასება უზრუნველყონ. ამასთან, მათ 2021 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში სითბური გაზების გამონაბოლქვის შემცირებაზე გეგმა უნდა წარმოადგინონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ