Visa-მ და MasterCard -მა ყირიმში მუშაობა შეწყვიტეს

საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა - Visa-მ და MasterCard -მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ბანკებთან მუშაობა შეწყვიტეს.

”აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, Visa-მ ყირიმში, რუსულ ბანკებთან მუშაობა შეაჩერა. ჩვენ ვწყვეტთ ნახევარკუნძულზე ემისიასა და ბარათების მიღებას”, - ნათქვამია Visa-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყირიმის წინააღმდეგ სანქციები 19 დეკემბერს დააწესა. სანქციები ითვალისწინებს კონკრეტული პირების აქტივების ბლოკირებას და გარკვეული ტრანზაქციების აკრძალვას ყირიმში.  აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები კომპანიებს - Visa, International Service Association, Visa USA Inc. და Visa Inc. უკრძალავს ყირიმში მომსახურებას, ასევე ყირიმში პირდაპირ ან ირიბად ტრანზაქციების წარმოებას.

”ბიბისის” ცნობით, აკრძალვები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ გაუქმდება.