მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 214 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.46 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 191 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 38.9 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.5 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.