ოკუპირებულ აფხაზეთში 1,5 ათასი წლის ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს

ქალაქ ოჩამჩირეში აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა მიაკვლიეს სამარხს, რომელშიც ტყვიის სარკოფაგი იყო. ამის შესახებ სააგენტო „აფხაზ-ინფორმს“ „რესპუბლიკის“ სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, არკადი ჯოპუამ განუცხადა, რომელიც ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

afxxx-1629883789.jpg

მისი თქმით, აღმოჩენა უნიკალურია, რადგან ტყვიის სარკოფაგი აფხაზეთში მანამდე არასდროს აღმოუჩენიათ. მონაცემების წინასწარი ანალიზმა აჩვენა, რომ არტეფაქტი, დაახლოებით, 1 500 წლისაა. ვარაუდობენ, რომ საფლავში სასულიერო პირი ან თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო დაკრძალული.

ჯოპუას თქმით, ამჟამად სარკოფაგი სპეციალურ ოთახშია განთავსებული და გაიხსნება მას შემდეგ, რაც ამ აღმოჩენას ექსპერტები შეისწავლიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ