ლარი ”სიმშვიდეს” ინარჩუნებს

ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 31 დეკემბრისთვის 1, 8636 ლარი დაადგინა.

ცნობისთვის, 30 დეკემბრისთვის ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,8697 ლარის ნიშნულზე დაადგინა.

გასული კვირის განმავლობაში ლარი მცირედით, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა გამყარების ტენდენციას. მაგალითისთვის, 22 დეკემბერს ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა 1,9156 ლარის ნიშნულზე დაადგინა.