კახეთის რეგიონში, სეტყვისგან დააზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა დაწყებულია

კახეთის რეგიონში, სეტყვისგან დააზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

„26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. 27 აგვისტოს 16:00 საათის მონაცემებით, სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1,700-ზე მეტი შეტყობინება დაზიანებული ფართობი 1,200 ჰექტარზე მეტს შეადგენს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შეტყობინებები ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიიღება როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ნომერზე 1501. პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები. შეტყობინებების მიღების პროცესის პარალელურად, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.

იმის გათვალისწინებით რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და, მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ყურძნის კრეფის პროცესი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლამდე, მევენახე ფერმერს შეუძლია აიღოს მოსავალი, რისთვისაც საჭიროა, შეტყობინება განახორციელდეს სადაზღვევო კომპანიაში და გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.