რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა - სად რა რაოდენობით მზესუმზირის ზეთს ყიდულობს საქართველო

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 20 581 ტონა ზეთი იყიდა, რაც 4 ათას ტონაზე ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 24 747 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ზეთის იმპორტის ღირებულება იყო 21,294 მლნ დოლარი, 2021 წელს კი 30,359 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წინა წლის ანალოგიურად, წელსაც ბაზრის უდიდესი წილი, 72% რუსეთზე მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი და უკრაინა. ჯამში, 2021 წლის 7 თვეში საქართველომ მზესუმზირის ზეთი 12 ქვეყანაში იყიდა.

მზესუმზირის ზეთის ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყანა:

  • რუსეთი - 17 828 ტონა (26,026 მლნ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 1 684 ტონა (2,609 მლნ დოლარი)
  • უკრაინა - 868 ტონა (1,536 მლნ დოლარი)

ამასთან, საქართველომ 2021 წელს ზეთი იყიდა შემდეგ ქვეყნებში: თურქეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი და ა.შ. თუმცა ყველგან შესყიდვა მცირე რაოდენობით განხორციელდა.