საქართველოში ვაქცინების იმპორტმა 39 მლნ დოლარს გადააჭარბა - სად ვყიდულობთ ადამიანის ვაქცინებს

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ მსოფლიოს 16 ქვეყანაში 39.975 მლნ დოლარის ღირებულების ადამიანის ვაქცინა შეიძინა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ვაქცინების შესყიდვა ივლისში მოხდა - 31.678 მლნ დოლარის ღირებულების.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ვაქცინა შეიძინა:

  • ჩინეთი - 24.207 მლნ დოლარი
  • აშშ - 6.056 მლნ დოლარი
  • ბელგია - 3.707 მლნ დოლარი
  • საფრანგეთი - 2.350 მლნ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 2.023 მლნ დოლარი

ამასთან, წელს ქვეყანამ ადამიანის ვაქცინები იყიდა შემდეგ ქვეყნებში - ნიდერლანდები, ინდოეთი, დანია, ლიეტუვა, თურქეთი და ა.შ.