მსოფლიოს 8 უმდიდრესი ბავშვი, რომლებმაც მილიონები გამოიმუშავეს

ცნობილმა ადამიანებმა, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ, იციან როგორ მართონ აუდიტორია და როგორ წარმოაჩინო საკუთარი თავი მომგებიანად. ბევრ მათგანზე წარმატებული მათი შვილები აღმოჩნდნენ.

მსოფლიოს არც თუ ცოტა ბავშვი ჰყავს, რომლებმაც უკვე შეძლეს ასეულობით მილიონი დოლარის გამომუშავება. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე მდიდრებს:

fgtkirt5oro-1630682584.jpg

8. ბლუ აივი კარტერი

ბიონსესა და ჯეი-ზის ქალიშვილმა სოციალურ ქსელებში დაბადებისთანავე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება და მას ახლა მილიონობით გამომწერი ჰყავს. ის არის ამ ძალიან ცნობილი მშობლების შვილი და უკვე დაამტკიცა, რომ “ბოსის სტატუსი“ ნამდვილად შეეფერება.

ის მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ უკვე დადო რამდენიმე ფსონი ხელოვნების ძვირად ღირებულ ნაწარმოებებზე. ბლუ აივის უკვე აქვს მოპოვებული გრემის ჯილდო. კარტერი დაბადებიდან მილიონებს გამოიმუშავებს და წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს. ამჟამად მისი ქონება 500 მილიონი დოლარია.

gtkyhmrfklr-1630682628.jpg

7. ჯეიდენ სმიტი

უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ-სმიტის ვაჟი მამის მაგალითს მიჰყვა და მუსიკალურ, ასევე სამსახიობო სფეროში საკმაოდ წარმატებულადაც მოღვაწეობს. ჯეიდენს მხოლოდ ინსტაგრამზე 16.8 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ახლა ის 23 წლისაა და მისი ქონება 8 მილიონი დოლარია.

fgtjkrkiie-1630682660.jpg

6. უილოუ სმიტი

უილ სმიტს და ჯადა-პინკეტ სმიტს ჰყავთ ორი ბავშვი ამ სიაში, ჯეიდენი და უილოუ. ორივე ჰოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავია. უილოუ დედის კვალს გაჰყვა და გამოჩნდა Facebook Watch– ის სერიაში, სახელწოდებით Red Table Talk. ახლახან, მან ჩაწერა გადაცემა პარიზ ჯექსონთან ერთად, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მის სახელგანთქმულ მეგობრებს ბევრი აქვთ გასაზიარებელი მსოფლიოსთვის. მას 8.4 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და 6 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.

hyuwsujhwsuw-1630682693.jpg

5. პარიზ ჯექსონი

ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, პარიზ ჯექსონი ძალიან მდიდარ ოჯახში დაიბადა და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ცხოვრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ პარიზმა დამოუკიდებლად შეძლო კარიერის აწყობა და სამოდელო კარიერაში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

მხატვარ გაბრიელ გლენთან ერთად მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Soundflowers. ჟურნალი Life and Style იუწყება, რომ მან სერიალ Star- ში მოაწილეობით საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავება შეძლო.

მისი ამჟამინდელი ქონება არის 100 მილიონი აშშ დოლარი.

uyhjtguptg-1630682712.jpg

4. მაილი საირუსი

მსახიობმა, პროდიუსერმა და წარმატებულმა მუსიკოსმა ბილი რეი საირუსმა მის ქალიშვილს ჰოლივუდური კარიერა ბავშვობიდანვე აუწყო. მაილი დღეს ვარსკვლავად ითვლება. მან მსოფლიო თავისი უნიკალური ვოკალითა და სტილით დაიპყრო, ჰყავს 137 მილიონი ინსტაგრამის მიმდევარი. 28 წლის მომრერალი უკვე 160 მილიონ დოლარს ფლობს.

gytkyhirtfgolrto-1630682738.jpg

3. ემე მუნიზი

ემე მარიბელ მუნიზმა, ცნობილი ჯენიფერ ლოპესის და მარკ ენტონის ქალიშვილია. მან 13 წლის ასაკში მსოფლიოს თავისი წარმოუდგენელი ვოკალური დიაპაზონი და უზარმაზარი თავდაჯერებულობა აჩვენა.

ემემ დედასთან, ჯენიფერთან ერთად, 2020 წლის სუპერ ბოულის სცენაზე შთამბეჭდავად იმღერა. ემემ ასევე დაწერა საბავშვო წიგნი, რომელიც მიზნად ისახავდა ზღვის კუების გადარჩენას და აქედან 25 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღო.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი