2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და რამდენიმე ტრილიონის ზარალი - როგორია გაეროს სტატისტიკა სტიქიურ უბედურებებზე

გაერთიანებული ერების ორგანიზიაციის სააგენტო - მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (WMO) სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში სტიქიურ უბედურებებს სულ მცირე, 2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სტიქიური უბედურებების შედეგად, გამოწვეულმა ზარალმა 3 ტრილიონ ევროს გადააჭარბა.

ანგარიშის თანახმად, 1979-2019 წლებში დედამიწაზე დაახლოებით, 11 000 სტიქიური უბედურება მოხდა, მათ შორისა დამანგრეველი მიწისძვრები, წყალდიდობები, ცუნამები და ა.შ.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1970-იან წლებთან შედარებით, დღეს სტიქიური უბედურებები ბევრად უფრო ხშირად ხდება და ასევე მასშტაბურობით გამორჩევა.

მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 2 მილიონი ადამიანიდან 91% განვითარებად ქვეყანაში დაიღუპა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სტიქიური უბედურებების გახშირების მიუხედავად ყოველწლიურად მათი მსხვერპლის რიცხვი მცირდება, რაც ტექნოლოგიების განვითარებასთან არის დაკავშირებული, რადგან დღეს უფრი ადრეა შესაძლებელი სტიქიური უბედურებების პროგნოზირება და ადამიანების ევაკუაცია.

ორგანიზაცია სტიქიური უბედურებების გახშირებასა და მასშტაბების ზრდას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს. მათი თქმით, პლანეტაზე არსებულმა ეკოლოგიური ცვლილებები მომავალში კატასტროფების მასშტაბებს კიდევ უფრო გაზრდის, რისი შეჩერებაც მხოლოდ გლობალური დათბობის შეჩერებით გახდება შესაძლებელი.

ბექა ბერიაშვილი