უძრავი ქონება და წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობს თაკო ჩარკვიანის ოჯახი

მი­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თაკო ჩარ­კვი­ა­ნი 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და და კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ "არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში" არ შე­ვი­დო­და, დღეს ის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტია, რო­მელ­მაც ქო­ნებ­რი­ვი დე­კა­ლა­რა­ცი­აც შე­ავ­სო.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თა­მარ (თაკო) ჩარ­კვი­ა­ნის მე­უღ­ლე ჯონ­დო (ჯონი) გი­გა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნია. მათ ერთი შვი­ლი ჰყავთ - პი­ა­ნის­ტი ირმა გი­გა­ნი.

გა­დავ­ხე­დოთ დე­პუ­ტა­ტის ქო­ნე­ბას:

რო­გორც მის მიერ, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვნა­ხუ­ლობთ, თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი უძ­რა­ვი ქონე­ბაა.

ის თბი­ლის­ში, აბას­თუმ­ნის N1-ში 2003 წელს “ნა­ტუ­რით გა­და­ცე­მულ“ კო­მერ­ცი­ულ ფართს ფლობს;

არის 2019 წელს შე­ძე­ნი­ლი და 90 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი, 1095 კვ.მ ბი­ნის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ზაურ ბოლ­ქვა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

ფლობს ქ. თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 102 500 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ 251. 04 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბი­ნას.

2019 წელს ჩარ­კვი­ა­ნის­თვის უჩუ­ქე­ბი­ათ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში.

ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია პე­კი­ნის N2 -ში მდე­ბა­რე 21 კვ.მ ავ­ტო­ფა­რე­ხი და ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 142. 47 კვ.მ ბინა, შე­ფა­სე­ბუ­ლი 120 000 დო­ლა­რად.

ჩარ­კვი­ანს 2009 წელს, შე­უ­ძე­ნია 634 600 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა - ახ­მე­ტე­ლი­სა და ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩებს შო­რის (6346 კვ.მ).

ამა­ვე წელს მას ნა­ყი­დი აქვს, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 2 000 კვ.მ ფარ­თო­ბის კი­დევ ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 აშშ დო­ლა­რია.

2018 წელს ჩარ­კვი­ანს უყი­დია ასე­ვე პე­კი­ნის N2 -ში მდე­ბა­რე 25,5 კვ,მ ავ­ტო­ფა­რე­ხი.

თა­მარ ჩარ­კვი­ა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შპს “ქარ­თუ­ლი სი­ტყვის“ 100%-იანი და უვა­დო მე­წი­ლეა.

მას 2020 წლის 1 -ლი იან­ვრი­დან იმა­ვე წლის 29 თე­ბერ­ვლამ­დე შპს მორ­კი­ნა­ლი 2014-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა და ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 5880 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

ის ასე­ვე, 2020 წლის 1 -ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს “სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია - ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში“ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბად მუ­შა­ობ­და, რა­შიც მი­ღე­ბუ­ლი აქვს 3383,9 ლარი.

ასე­ვე 2020 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე შპს ჯი ემ აი-ს გა­უ­წია მომ­სა­ხუ­რე­ობა, რა­შიც 2416 ლარი გა­და­უ­ხა­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას, ჯონი გი­გა­ნი ფლობს კო­მერ­ცი­ულ ფართს - 63,11 კვ.მ თბი­ლის­ში, აბას­თუ­მა­ნის N1-ში.

2014 წელს შე­ი­ძი­ნა Mercedes – benz GL.

2012 წლი­დან არის შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა შპს ინ­ტეგ­რალ პეტ­რო­ლი­უ­მი სა­ქარ­თვე­ლოს 100%-იანი და უვა­დო მე­წი­ლე.

2014 წლი­დან შპს " -მორ­კი­ნა­ლი 2014 სა­ქარ­თვე­ლოს" 100 %-იანი მე­წი­ლე.

2011 წლი­დან შპს თბი­ლი­სის “პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ 90%-იანი მე­წი­ლეა. და­ნარ­ჩენ 10% -ს და­ვით გი­გა­ნი ფლობს.

2012 წლი­დან შპს “მორ­კი­ნა­ლი 2002“ -ის 70%-იანი მე­წი­ლეა. იხილეთ სრულად