მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში - “ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქის მ.პ.-ს ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად 40 000 აშშ დოლარის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 12 459.2 ლარის (არადეკლარირებული თანხის 10 %) ოდენობით.